იმდენი ფული, რასაც დღევანდელი მთავრობა თავის თავზე ხარჯავს, საქართველოს მთავრობას არასდროს დაუხარჯავს - ნიკა რურუა

ბიუროკრატია ხალხის ძალიან ბევრ ფულს სახლში ეზიდება. იმდენი ფული, რასაც დღეს მთავრობა თავის თავზე ხარჯავს, არასდროს არცერთ მთავრობას დაუხარჯავს , - განაცხადა ნიკა რურუამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში". ხელისუფლებას მან "ძალიან გაქსუებული და არაკომპეტენტური" უწოდა. მისი აზრით, მთავრობა არ უნდა იყოს ორიენტირებული მილიარდერზე და "ქართული ოცნება" ხალხის ნდობას ვეღარ მოიპოვებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე