ლონდონის სიტის აეროპორტში საპროტესტო აქციის გამო ფრენები შეფერხებულია

ლონდონში, სიტის აეროპორტში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რის გამოც ფრენები შეფერხებულია.

მოძრაობა „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებმა ერთადერთი ასაფრენი ბილიკი დაიკავეს. ისინი ერთმანეთთან ხელბორკილებით არიან დაკავშირებულები და დაშლაზე უარს აცხადებენ.

„ბიბისის“ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ამავდროულად, მგზავრების გადაადგილების შეფერხება ავიაკომპანია British Airways კომპიუტერულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმაც გამოიწვია. შეფერხებები ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე და ლონდონის ყველა აეროპორტში მოქმედებს.

კომპანიამ შეფერხების გამო მგზავრებს ბოდიში მოუხადა.