თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალი ავტობუსების ფოტოებს აქვეყნებს.
გერმანული კომპანია "მანის" ავტობუსების პირველი პარტია - 10 ავტობუსი, დედაქალაქში უახლოეს დღეებში გამოჩნდება და ჭავჭავაძე-რუსთაველი-ბარათაშვილი-პუშკინის მიმართულებით ივლის.
მომდევნო თვეებში ავტობუსების დამატება და, შესაბამისად, ავტოპარკის განახლება მოხდება - გარეუბნებში, ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს შეცვლის იგივე ყვითელი, თუმცა შედარებით ახალი ავტობუსები. როგორც ცნობილია, თბილისში თებერვლამდე "მანის" 143 ლურჯი ავტობუსი უნდა შემოვიდეს.
იხილეთ ფოტოგალერეა