დიმიტრი ქუმსიშვილი - დარწმუნებული ვარ  ჩვენს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებში

მე ვარ დარწმუნებული ჩვენს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებში

,- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გარკვეული პირებისთვის იარაღის და ნარკოტიკების ჩადების შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველა კონკრეტული ფაქტი, სადაც არსებობს რაიმე სახის პრეტენზია, აუცილებლად იქნება პასუხგაცემული.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქის უფლების დაცვა, ისევე, როგორც ეს არის მნიშვნელოვანი პროკურატურისთვის. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ემსახურება ამას",- განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ბოლო დღეებში მომხდარ კრიმინალურ ფატებს, ქუმსიშვილის თქმით, ეს არის კატასტროფა.

"ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ნებისმიერი დაპირისპირება, რომელიც ხდება ქუჩებში, არის ძალიან ცუდი",- განაცხადა ქუმსიშვილმა.