აგვისტოში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 593 420 ლარი მიიღო

პარტიების მიერ აგვისტოში მიღებული შემოწირულებების ჯამური ოდენობა 7 742 021 ლარს შეადგენს.

როგორც  პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება - 5 593 420 ლარი „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ ერთი თვის განმავლობაში მიღებულ შემოწირულობებს, შემდეგნაირად ნაწილდება: მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 662 014; „ნაციონალური მოძრაობა“ – 475 824; „პატრიოტთა ალიანსი“ – 267 207; „თავისუფალი დემოკრატები“ – 115 550; „დემოკრატიული მოძრაობა“ – 107 996; „გირჩი“ – 86 366; პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 52 999; „ჩვენი სამშობლო“ – 50 000; „რესპუბლიკური პარტია“ – 20 731; „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 17 800; „ეროვნული ფორუმი“ – 12 020; „საქართველო მშვიდობისთვის“ – 6 370; „ლეიბორისტული პარტია“ – 5 000; ედპ - 576; „ქართული დასი“ – 125; „თავისუფალი საქართველო“ – 15.

დამოუკიდებელი კანდიდატების ფინანსურმა შემოწირულობებმა კი 268 006 ლარი შეადგინა.