აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ თანხა 13-მა კომპანიამ შესწირა

აგვისტოში პარტია „ქართულ ოცნებას“ თანხა 13-მა იურიდიულმა პირმა შესწირა. როგორც  პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, აქედან 4-მა კომპანიამ მმართველი გუნდის ანგარიშზე 120 000 -120 000 ლარი გადარიცხა, 3-მა - 100 000 – 100 000 ლარი, 1-მა 80 000 ლარი, დანარჩენ შემთხვევაში კი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაღებული შემოწირულების ოდენობა 30 000 ლარს, 15 000 ლარს, 10 000 ლარს და 5 ათას ლარს შეადგენს.

უფრო კონკრეტულად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველი იურიდიული პირები არიან: შპს „ჯი-ემ-პი“ – 120 000 ლარით, Georgian Travel Group – 30 000 ლარით, შპს „გაგრა +“ – 120 000 ლარით, შპს „მისო ლიდერ კრედიტი“ – 120 000 ლარით, შპს „პრაიმი“ – 100 000 ლარით, შპს. Dar Building – 100 000 ლარით , შპს „გეოგრანდ ბეთ“ – 100 000 ლარით, შპს. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ – 30 000 ლარით, შპს „თ და რ დისტრიბუშენ“ – 15 000 ლარით, შპს. „თ.რ დისტრიბუშენ აჭარა“ – 10 000 ლარით, შპს „თ.რ დისტრიბუშენ იმერეთი“ – 5 000 ლარით, შპს. „ნიუ ჯორჯია - 555“ – 120 000 ლარით და შპს. „ვი-აი-პი +“ – 80 000 ლარით.

„ქართული ოცნების“ გარდა აგვისტოში იურიდიული პირისგან შემოწირულება მიღებული აქვს მხოლოდ ორ პარტიას - „გირჩს“, რომლის სასარგებლოდაც შპს. „ციტადელის“ მიერ 10 000 ლარის სახით არაფულადი შემოწირულებაა განხორციელებული და „ეროვნულ ფორუმს“, რომელსაც ს.ს „ფოთის ჰიდრომექანიზაციის მანქანათმშენებელი ქარხნის“ მიერ ასევე არაფულადი შემოწირულების სახით 600 ლარის ოდენობის შემოწირულება აქვს მიღებული.