მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სასწავლებლები

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნებაა.

ასეთ უნივერსიტეტებში სწავლის ყოვეწლიური გადასახადი ათობით ათას დოლარს აღწევს. გთავაზობთ 2016-2017 სასწავლო წლის ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტების ათეულს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი

ჩიკაგოს უნვიერსიტეტში წლიური გადასახადი 57.711 დოლარს შეადგენს. უნივერსიტეტი 1890 წელს დაარსდა. თავის დროზე აქ განათლება მიიღეს მსოფლიოს ისეთმა ცნობილმა მილიარდერებმა, როგორებიც ჯონ როკფელერი და მარშალ ფილდი არიან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტუდენტები ყოველწლიურად 57.820 დოლარს იხდიან. უნივერსიტეტი 1876 წელს ჯონ ჰოპკინსის თაოსნობით 7 მილიონი დოლარით დაარსდა.

პარსონის დიზაინის ახალი სკოლა

პარსონის დიზაინის ახალი სკოლა ნიუ-იორკში მდებარეობს. უნივერსიტეტში სწავლის წლიური გადასახადი  57.910 დოლარია. დიზაინის სკოლა ვილიამ მერიეტ ქესიმ 1896 წელს დააარსა. სკოლა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა.

დარტმუნტის კოლეჯი

დარტმუნტის კოლეჯში წლიური გადასახადი 57.996 დოლარია. უნივერსიტეტი 1769 წელს ელიაზერ ვილოკის თაოსნობით დაარსდა. კოლეჯი ერთ-ერთია იმ 9 კოლეჯიდან, რომელიც ამერიკის რევოლუციამდე დაარსდა.

კლარმონტის კოლეჯი

კლარმონტი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ და განათლების მაღალი ხარისხის კოლეჯი. კალიფორნიაში მდებარე კოლეჯში წლიური გადასახადი 58.065 დოლარია. თავდაპირველად კოლეჯში მხოლოდ მამრობითი სქესის სტუდენტები სწავლობდნენ. 1976 წელს კი სწავლა ორივე სქესისთვის გახდა დასაშვები.

უესლინის უნივერსიტეტი

მდებარეობს კონექტიკუტის შტატში. სწავლის წლიური საფასური 58.502 დოლარია. უნივერსიტეტი 1831 წელს კათოლიკური ეკლესიის მიერ დაარსდა.

კოლუმბიის უნივერსიტეტი

კოლუმბიის უნივერსიტეტი 1754 წელს მეფის კოლეჯის სახელწოდებით ნიუ-იორკში დაარსდა. 1784 წელს სახელწოდება შეეცვალა და კოლუმბიის უნივერსიტეტი ეწოდა. ის პირველი ამერიკული უნივერსიტეტია, სადაც მედიცინის ხარისხის გაცემა დაიწყეს. წლიური გადასახადი 58.742 დოლარია.

ჰარვეი მადის კოლეჯი

კოლეჯში წლიური გადასახადი 58.912 დოლარს შეადგენს. აღნიშნული კოლეჯი ერთ-ერთი საუკეთესოა უმაღლეს განათლებაში. იგი 1955 წელს დაარსდა. ცნობილია, რომ ამ კოლეჯის სტუდენტები ბაზარზე ყველზე მაღალანაზღაურებადები არიან.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული უნივერსიტეტია, სადაც სასწავლებლად მთელი მსოფლიოდან მიდიან. წლიური გადასახადი უნივერსიტეტში 59.337 დოლარს შეადგენს. სასწავლებელი 1851 წელს დაარსდა. ხშირად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნულ უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამებით სარგებლობენ.

სარა ლოურენსის კოლეჯი

სარა ლოურენსის კოლეჯი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სასწავლებლების ათეულში პირველ ადგილს იკავებს. სასწავლებელი 1926 წელს ვილიამ ვან დოზენის თაოსნობით დაარსდა. წლიური გადასახადი კი 61.236 დოლარს შეადგენს.