„ნათლიმამას" სახლი 159 მილიონ დოლარად იყიდება

ბევერლი ჰილზში მდებარე სახლი, რომელშიც ცნობილი ფილმის „ნათლიმამას“ სცენები არის გადაღებული, 159 მილიონ დოლარად იყიდება.

თავის დროზე გამომცემელ უილიამ ჰერსტის კუთვნილი სახლი 28 საძინებლისა და 38 სააბაზანოსგან შედგება. სახლის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია ორი ხეივანი და ჩოგბურთის კორტები. „ნათლიმამას“ გარდა, სახლში სცენები გადაიღეს ფილმისთვის „პირადი მცველი“. გარდა ამისა, სახლში თაფლობის თვის რამდენიმე დღე გაატარეს აშშ-ის 35-ე პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ და მისმა მეუღლე ჟაკლინმა.

სახლის ამჟამინდელი მფლობელი იურისტი ლეონარდ როსია, რომელიც სახლს 2007 წელსაც ყიდდა. თუმცა იმ პერიოდში 165 მილიონ დოლარად შეფასებულ სახლს მყიდველი არ გამოუჩნდა.

ლეონარდ როსმა სახლი 40 წლის წინ 2 მილიონ დოლარად შეიძინა. როსის თქმით, სახლს ხშირად ქირაობდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.