რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდება

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც  კომპანიაში განაცხადეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლად აშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება.

”აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი”, - აცხადებენ კომპანიაში.