თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსს „ ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც  კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ განაცხადეს, მსუბუქად დაშავებულია მხოლოდ „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლი, რაც შეეხება მიკროავტობუსს, მასში მძღოლის გარდა არავინ იმყოფებოდა.

სამარშუტო ტაქსს „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა სამარშუტო ტაქსი ტექდათვალიერების გასავლელად მიდიოდა.