მიხეილ სააკაშვილი - წელს რთველს ჩავატარებ და კახეთში ყურძენს დავწურავ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წელს ყვარელში, საკუთარ ვენახში ყურძნის დაწურვას აპირებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ”ნანუკას შოუში” განაცხადა.

”ჩემ ვენახში ძალიან მინდა დაბრუნება. რთველზე იმედია დამელოდებიან და ყურძენს მანამდე არ დაკრეფენ. წელს რთველს ჩავატარებ და კახეთში ყურძენს დავწურავ”, - განაცხადა სააკაშვილმა.