რა ეღირება iPhone 7 საქართველოში

უკვე ცნობილია, რომ Apple-ის ახალი სმარტფონების - iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის გაყიდვები ამერიკაში 16 სექტემბრიდან დაიწყება.

უცხოური მედიის ცნობით, iPhone 7-ის საწყისი ფასი 649 დოლარი იქნება, ხოლო iPhone 7 Plus 769 დოლარი ეღირება.

საქართველოში ზოგიერთმა კომპანიამ დღეს უკვე დააანონსა, რომ "ეფლის" ახალი სმარტფონები საქართველოშიც გაყიდვაში 16 სექტემბრიდან გამოვა.

ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანია iSTYLE "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მომხმარებელს ატყობინებს, რომ ექსკლუზიურად ქართველი მომხმარებლისთვის iPhone 7-ის ფასი 7 777 ლარიდან დაიწყება, ხოლო 17-დან 23 სექტემბრიდან 3 500 ლარი ეღირება.

გაცილებით ნაკლებ ფასად სთავაზობს ქართველ მომხმარებლებს "ეფლის" ახალ სმარტფონებს კიდევ ერთი ადგილობრივი კომპნია iTechnic. კომპანიის ინფორმაციით, iTechnic-ის მაღაზიებში iPhone7 სავარაუდოდ, 2 000-დან 3 000 ლარამდე ეღირება.

"გვინდა, რომ მომხამრებლებს შევთავაზოთ რეალური ფასი. სავარაუდოდ, ჩვენს მაღაზიებში აიფონ შვიდის პირველი მფლობელი 2 000-დან 3 000 ლარამდე გადაიხდის მხოლოდ. თუმცა, დეტალების დაზუსტების შემდეგ კიდევ უფრო ზუსტი ფასი გვეცოდინება. ჩვენი მიზანია მოკლე დროში და გონივრულ ფასად მივაწოდოთ აიფონი ჩვენს ერთგულ მომხამრებელს", - აღნიშნეს iTechnic-ში.