თბილისელების ტოპ-5 საყვარელი რესტორანი - სად წავიხემსოთ გემრიელად დასვენების დღეებში?

დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ აუცილებელია, რომ დასვენების დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ განტვირთვისთვის, დავიმუხტოთ პოზიტივით, რათა ორშაბათს ახალი ძალებით შევუდგეთ მუშაობას. ზოგი weekend-ს რამდენიმე დღით ადრეც კი გეგმავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, არჩევანი გაგიადვილოთ და წარმოგიდგინოთ ტოპ-5 ყველაზე მოთხოვნადი რესტორანი თბილისში.

ალბათ, ბევრს აწუხებს კითხვა: ”სად შეიძლება წავიხემსოთ გემრიელად, ხელმისაწვდომ ფასებში?” - ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს:

- დაივიწყეთ დიეტა, დეგუსტაციის დროა! არ გამოტოვოთ თბილისური რესტორნების გემრიელი სიახლეები. წარმოგიდგენთ ხუთ ადგილს, სადაც შეძლებთ გაატაროთ არაჩვეულებრივი დრო და მიირთვათ უგემრიელესი კერძები.

1. რესტორანი ”კრომბახერი” - ადგილი, სადაც მეგობრები იკრიბებიან!

გიყვართ ლუდი? გინდათ, დღე მეგობრების კომპანიაში გაატაროთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტიათ, სად წახვიდეთ? – ”კრომბახერი” ის ადგილია, სადაც თავს ძალიან კომფორტულად, შინაურულ გარემოში იგრძნობთ, დააგემოვნებთ გერმანულ ლუდს, ერთად უყურებთ ფეხბურთის მატჩს დიდ ეკრანზე და კარგადაც განიტვირთებით. დღის მშვენიერი დასაწყისია, არა?

2. რესტორანი "შატროვანი"

მყუდრო ადგილი, ბუხარი, სტილი ”გრანჟი” ინტერიერში: ”შატროვანის” ბარ-რესტორანი ის ადგილია, სადაც გემრიელ კოქტეილს შეუკვეთავთ, მოუსმენთ გემოვნებიან მუსიკას, იცეკვებთ მეგობრებთან ერთად და საფირმო კერძსაც დააგემოვნებთ.

3. რესტორანი "კარაველა" თბილისის ზღვაზე

დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად ატარებთ? მაშინ გაისეირნეთ თბილისის ზღვისკენ ბავშვებთან ერთად, სანამ ჯერ კიდევ თბილა. დატკბით ლამაზი ხედებით. რესტორანი ”კარაველაც” იქვეა, რომელიც გემრიელი ვახშმით გაგიმასპინძლდებათ. ”კარაველას” ზღაპრულ ეზოში ყოფნაზე სასიამოვნო მართლა არაფერია!

4. რესტორანი "მონოპოლი”

coffebreak: - ყავის დალევის დროა! დაქალებთან ერთად აუცილებლად ეწვიეთ ”მონოპოლს”, რადგან იქაურ ყავას სულ სხვა გემო აქვს! არ დაგავიწყდეთ გემრიელი ნამცხვრების გასინჯვაც!

5. რესტორანი "კოლხეთი"

ტრადიციული კერძების გარდა, ”კოლხეთში” დელიკატესებითაც ჩაიტკბარუნებთ პირს. მაგალითად, ორაგული ლიმონიანი ბრინჯით, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. დარჩით მეგობრებთან ერთად გვიანობამდე, უყურეთ ქართულ ცეკვებს, თავადაც იცეკვეთ და იმხიარულეთ