უმსხვილესი ინვესტიციების მხრივ ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სექტორია

2016 წლის მეორე კვარტალში უმსხვილესი სექტორი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა.

მეორე და მესამე ადგილს საფინანსო და ენერგეტიკის სექტორები იკავებენ.

საქსტატის მონაცემებით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში 2016 წლის მეორე კვარტალში განხორციელებულმა ინვესიტიციამ 175 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე  წლის პირველ კვარტალზე (202მლნ დოლარი) 27 მილიონი დოლარით, ხოლო 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე (207მლნ დოლარი) 32 მილიონი დოლარით ნაკლებია.

საფინანსო სექტორში 2016 წლის მეორე კვარტალში განხორციელებულმა ინვესიტიციამ 60 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც პირველ კვარტალზე (58მლნ დოლარი) 2 მილიონი დოლარით მეტია, ხოლო 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე (52მლნ დოლარი) 8 მილიონი დოლარით ნაკლები.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ სფეროში 2016 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციამ 46 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 7 მილიონი დოლარით მეტია  პირველი კვარტლის მონაცემზე (39მლნ დოლარი), ხოლო 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემზე (32მლნ დოლარი) 14 მილიონი დოლარით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი სექტორის ათეულშია  მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება და სხვა.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.