თბილისში ყოველი მეოთხე ადამიანი iPhone-ს მომხმარებელია

თბილისში ყოველი მეოთხე ადამიანი iPhone-ს მომხმარებელია. ამის შესახებ ინფორმაციას კვლევებისა და კონსულტაციების კომპანია ეი-სი-თი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, თბილისში მცხოვრები ყოველი მეოთხე ადამიანი (25%), რომელსაც მობილური აქვს, Apple-ის მომხმარებელია, ანდროიდის სამომხმარებლო წილი კი 60%-ს შეადგენს.

კვლევა 2016 წლის სექტემბერში ჩატარდა. მათივე ცნობით, ეს იყო ონლაინ გამოკითხვა და შემთხვევითი შერჩევით, თბილისში მცხოვრები 404 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა. ეი-სი-თის ინფორმაციით, კვლევის შედეგის ცდომილება 4,9 პროცენტია.