Samsung Galaxy Note 7-ის ელემენტის აფეთქების გამო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ-ის ფლორიდას შტატის ქალაქ სენტ პეტერსბერგში ავტომობილში დასატენად დატოვებული Galaxy Note 7 აფეთქდა, რის შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

"ეიბისის" ინფორმაცით, მომხმარებელმა მობილური ავტომობილში დატოვა, დამუხტვის პროცესში ტელეფონის ელემენტი აფეთქდა და ავტომობილი დაიწვა.

ადგილზე მისულმა სახანძროს მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა Grand Cherokee-ის მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა.

შტატის სახანძრო სამსახური და კომპანია "სამსუნგი" აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ატარებენ.

Galaxy Note 7-ის სწორედ აღნიშნული პრობლემის, ელემენტების აფეთქების საშიშროების გამო, კომპანია Samsung-მა ყველა გაყიდული მოდელი უკან გაიწვია და პრობლემის აღმოფხვრამდე მისი რეალიზება შეაჩერა.

კოკა კვირკველია