თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი ივნისში 1,8%-ით შემცირდა

ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 1,8%-ით შემცირდა.

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების ლაბორატორიამ (REM lab) უძრავი ქონების ბაზრის კვლევის პირველი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით.

კვლევის თანახმად, მოცემულ 12-თვიან პერიოდში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ქონების გაყიდვის სა-შუალო ფასი დედაქალაქში მერყეობდა 836-დან 900 აშშ დოლარამდე. ამასთან, თბილისში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 1.8%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

2016 წლის ივნისის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია (1 კვ.მ. 1011 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი - სამგორის რაიონში (1 კვ.მ. 544 აშშ დოლარი).

საცხოვრებელი ქონების დაქირავებაც ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე ღირს (1 კვ.მ. საშუალოდ 9.0 აშშ დოლარი), ხოლო ყველაზე იაფი სამგორში (1 კვ.მ. საშუალოდ 5.0 აშშ დოლარი). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ქონების ქირის ფასის ინდექსი 2016 წლის ივნისში 13.2%-ით შემცირდა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

შედარებით ძვირია თბილისში კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის და იჯარის ფასები. მაგა-ლითად, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის სა-შუალო ფასი მერყეობდა 1088-დან 1230 აშშ დოლარამდე, თუმცა 2016 წლის ივნისის მონაცე-მებით, გაყიდვის ფასის ინდექსი შემცირებულია 9.6%-ით გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

რაც შეეხება იჯარას, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარა სა-შუალოდ 10.1-დან 12.0 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2016 წლის ივნისის თვეში იჯარის ფასის ინ-დექსიც შემცირებულია 4.8%-ით, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით.

უძრავი ქონების ლაბორატორიის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე), თვეში საშუალოდ, ფიქსირდებოდა უძრავი ქონების გაყიდვის 2384 ტრანზაქ-ცია. 2016 წლის ივნისში დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვების 34.9% ვაკისა და საბურთალოს რაიონებზე მოდის.

2016 წლის ივნისში უძრავი ქონების გაყიდვის ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 30.7%-ით გაიზარდა და 2811 შეადგინა.

აღნიშნულ კვლევას რეგულარული ხასიათი ექნება და უძრავი ქონების ინდექსები სხვა ინდი-კატორებთან ერთად ყოველთვიურად გამოქვეყნდება. პროექტის REM lab ფარგლებში იგეგმება კვლევის არეალის თანდათანობითი გაფართოვება: პერსპექტივაში კვლევა საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს.

bpn