კანადაში რეკლამა შესაძლოა, ეროვნულ ვალუტაზე დაიტანონ

სატელევიზიო, ინტერნეტ, ბეჭდური და გარერეკლამების შემდეგ, კანადაში კომერციული რეკლამის განთავსება შესაძლოა, ეროვნულ ვალუტაზე - კანადურ დოლარზე დაიწყონ.

ქვეყნის სამონეტო ეზოს წარმომადგენლის რანდალ სინგჰის განცხადებით, კანადურ დოლარზე რეკლამის განთავსება კუპიურების წარმოებაზე დანახარჯების ამოღების საუკეთესო გზა არის.

„უნაღდო გადახდების პოპულარობის გაზრდის ფონზე, სულ უფრო ნაკლები ადამიანი სარგებლობს ნაღდი ფულით. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კუპიურების წარმოების ხარჯების შემსუბუქებაზე. რეკლამის განთავსება კი ჩვენი ერთადერთი ვარიანტია“, - აღნიშნა რანდალ სინგჰმა.

მისივე თქმით, კანადის ეროვნულ ვალუტაზე რეკლამის განთავსება დახვეწილი დიზაინითა და გამოვნებით მოხდება. სინგჰის განცხადებით, უკვე გამოჩნდა კანადურ დოლარზე რეკლამის განთავსების მსურველი - ამერიკული ავიაკომპანია „დელტა ეარლაინსი“.

2015 წელს კანადური დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტების შორის მეხუთე პოზიციაზე იყო.