Dell-მა 67 მილიარდ დოლარად EMC იყიდა

კომპიუტერების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Dell და მონაცემთა დაცვის სისტემების მწარმოებელმა კომპანიამ EMC, შერწყმის შესახებ გამოაცხადეს. შეთანხმების შედეგად გარიგებამ რეკორდულ 67 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედეგად Dell-მა EMC იყიდა და ჩამოყალიბდა ერთ კომპანიად, რომელსაც Dell Technologies ეწოდა.

გაერთიანების შემდეგ Dell Technologies გახდა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კერძო ტექნოლოგიური კომპანია 74 მილიარდი დოლარის კაპიტალით. Dell-მა EMC-ს წინადადებით ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა, მიმდინარე წლის ბოლოს კი მათ მიიღეს საბოლოო თანხმობა შერწყმის შესახებ ჩინეთის ვაჭრობის მინისტრისგან. კომპანია, რომლის თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის 140 ათასს აღწევს, კლიენტებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში მოემსახურება.

Dell  კომპიუტერების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 1984 წელს დაარსდა.

კოკა კვირკველია