უკრაინა და ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმფრინავს ერთობლივად გამოუშვებენ

მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის თვითმფრინავს უკრაინა და ჩინეთი ერთობლივად აწარმოებენ.საჰაერო ხომალდი სახელწოდებით Ан-225 „Мрия“, კომპანია „Антонов“-ის ლიცენზიით ჩინეთში გამოვა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, როგორც კომპანია Антонов-ში განაცხადეს, ხელშეკრულება

გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან Aerospace Industry Corporation of China (AICC). შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების პირველი ეტაპი ითვალისწინებს Ан-225 «Мрия»-ს წარმოებას

Антонов-ის საწარმოში და მის AICC-სთვის მიწოდებას.

მეორე ეტაპი კი მოიცავს უკვე ერთობლივი სერიული Ан-225-ის წარმოებას ჩინეთში Антонов-ის ლიცენზიით. პირველი ჩინური Ан-225-ის წარმოება 2019 წლისთვის იგეგმება.

Ан-225 „Мрия“ - მსოფლიოს ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავის ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. მისი პირველი გაფრენა 1988 წელს მოხდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის გამო პროექტზე მუშაობა შეწყდა.

კოკა კვირკველია