საფრანგეთში უპილოტო ავტობუსები ივლიან

საფრანგეთის ქალაქ ლიონში მსოფლიოში პირველად უპილოტო სამგზავრო ავტობუსებმა დაიწყეს მოძრაობა.

პირველ ეტაპზე ქალაქში ორი უპილოტო ავტობუსი ივლის. ყოველდღღიურად ავტობუსები 1,3 კილომეტრი სიგრძის დისტანციას გადიან და ამ მანძილს 10 წუთში ფარავენ. სულ მარშრუტზე ხუთი გაჩერებაა გათვალისწინებული. უპილოტო ავტობუსების მაქსიმალური სიჩქარე საათში 2 კილომეტრია. ავტობუსებში სულ 15 მგზავრი ეტევა და მგზავრობა უფასოა.

ლიონის ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ავტობუსში ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფებოდეს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეძლებს მართვის საკუთარ თავზე აღებას.

ქალაქის ხელმძღვანელობას ერთი ავტობუსი 200 ათასი ევრო დაუჯდა.