ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 5 ტრილიონი დოლარი უჯდება

მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად 5 ტრილიონ დოლარს კარგავს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების გამო.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ეკონომიკური დანახარჯები ინდოეთის, კანადისა და მექსიკის მშპ-ს ტოლია.

ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ჰაერის დაბინძურების გამო ჩინეთის მშპ-მა 10%, ინდოეთის მშპ-მა - 7,6%, კამბოჯამ და შრი-ლანკამ - მშპ-ის 8% დაკარგა.

ანგარიშის თანხმად, ევროპულ ქვეყნებში და ცენტრალურ აზიაში ეკოლოგიური დაბინძურებით გამოწვეული ეკონომიკური დანახარჯები 1,2 ტრილიონ დოლარს აღწევს.

რამდენიმე კვირის წინ, ლანკასტერის მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება ადამიანებში ისეთ დაავადებას იწვევს, როგორიც ალცჰეიმერია.

კვლევის ავტორთა განცხადებით, კვლევის მიმდინარეობისას აღმოჩენილი იქნა ნაწილაკები - მაგნეტიტი, რომლებიც ჰაერის დაბინძურების შემდეგ წარმოიქმნება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ტვინამდე აღწევს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია.