AG Telekom ქართული წარმოების ტაბლეტებს გამოუშვებს

კომპანია AG Telekom საქართველოში წარმოებული ტაბლეტების გამოშვებას გეგმავს.

როგორც ქარხნის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე კომპანიაში სანიმუშო მოდელზე მუშაობენ.

მისივე თქმით, სანიმუშო მოდელები სავარაუდოდ, 2017 წლის მარტის ბოლოსთვის იქნება მზად.

ამ ეტაპზე AG Telekom-ის ქარხანაში სააბონენტო მოდემებს, LED ნათურებს, ტელევიზორებს, უსაფრთხოების დაცვის სისტემებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებენ.

კომპანია AG Telekom ასევე პირველი იყო, ვინც საქართველოში წარმოებული LED ტელევიზორები გამოუშვა.

AG Telekom-ის ქარხნის მშენებლობა 2013 წელს ქართველი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დაიწყო.