იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7426 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.

”საქსტატის” ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1312 მლნ აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6114 მლნ აშშ დოლარი (23 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 4802 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.

განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 4556 მლნ აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.