,,სილიკონ ველი თბილისში’’ ხვალ მედიატური გაიმართება

,,სილიკონ ველი თბილისში’’, ხვალ ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართება. საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს. უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „სილიკონ ველი თბილისი“, რომელიც ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში განთავსდება, რამდენიმე დღეში გაიხსნება. 60-ზე მეტ წამყვან კომპანიასთან საქართველოსა და უცხოეთში უკვე გაფორმებულია თანამშრომლობის კომუნიკე.

ხვალ, 11:00 საათზე, ,,სილიკონ ველი თბილისში’’, მედიის წარმომადგენლებისთვის მედიატური გაიმართება.

მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან ,,სილიკონ ველი თბილისის’’ პროექტებს, სასწავლო გარემოსა და კვლევით ლაბორატორიებს, ასევე საგანმანათლებლო და სპორტულ ინფრასტრუქტურას.