„მარკეტინგ ფორუმ - 2016“ - ს სასტუმრო „ბილტმორი“ უმასპინძლებს

22 სექტემბერს თბილისში, „მარკეტინგ ფორუმი 2016 “ გაიმართება, რომლის თემაა: “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

უკვე ცნობილია, რომ ფორუმზე მარკეტინგის გურუები - რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

რაფი ალბო ისრაელიდანაა. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სააგენტოსა თუ მწარმოებელთან თანამშრომლობს

”დაიწყე მცირედით, იფიქრე ფართოდ, განვითარდი სწრაფად”- ასეთია SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა. როგორც ცნობილია,

რაფი ალბო Arilyn-ში გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს. ის www.augmentedworld.org-ის ბეჭდვითი ინდუსტრიის გლობალური ელჩია.

რაც შეეხება კრისტიან მენეგონს, იგი HP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერია ის 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე ისეთ ბრენდებთან მუშაობს, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წარმატებული მარკეტინგული პროექტი განხორციელდა. ცნობილი მარკეტოლოგები „ბილტმორში“ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებენ.

„მარკეტინგ ფორუმი 2016 “-ზე ბილეთების შეძენა