რუსეთმა სასანქციო საკვები პროდუქტების სიაში მარილი შეიტანა

რუსეთმა სასანქციო საკვები პროდუქტების სიაში მარილი შეიტანა. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ქვეყნები, რომლებმაც უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, რუსეთში აღნიშნული პროდუქტის ექსპორტირებას ვეღარ შეძლებენ.

რუსეთმა აღნიშნული ქვეყნების წინააღმდეგ სასურსათო ემბარგო პირველად 2014 წლის აგვისტოში დააწესა. საუბარია აშშ-ზე, ევროკავშირის ქვეყნებზე, კანადაზე, ავსტრალიაზე, ნორვეგიაზე, ალბანეთზე, მონტენეგროზე, ისლანდიაზე, ლიხტენშტეინსა და უკრაინაზე.