საქართველოში ბიზნეს განწყობის ინდექსი ერთი პროცენტით შემცირდა

საქართველოში ბიზნეს განწყობის ინდექსი 2016 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 1%-ით შემცირდა და 30.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

ISET-ის კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი მაღალია  2015 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან (14.8).

გამოკითხული ბიზნესმენების 38% მიიჩნევს, რომ გასული სამი თვის განმავლობაში ბიზნესის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც მიმდინარე მდგომარეობის ინდექსის 30.4 პროცენტულ პუნქტამდე ზრდა გამოიწვია, რაც  7.9 პროცენტული პუნქტით მაღალია 2016 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებლზე.

კვლევის მიხედვით მესამე კვარტალში ინდექსის შემცირება ძირითადად ბიზნესის მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანი შემცირებით იყო გამოწვეული.

ბიზნესის ოპტიმიზმი 2016 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 12.7 პროცენტული პუნქტით დაეცა, თუმცა 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან მიმართებაში მაღალი დონე შეინარჩუნა. გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობაში ცვლილებებს არ ელოდება. ასევე გამოკითხულთა 25% მომავალში ეკონომიკური საქმიანობის გაუმჯობესებას ელის. კვლევის მიხედვით მოლოდინების ინდექსი ზაფხულის სეზონის მიწურულს შესუსტდა ყველა სექტორში.

ISET-ის კვლევის თანახმად, გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი 2016 წლის მესამე კვარტალში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მომსახურების სექტორში იგივე ინდექსი კი უარყოფით მაჩვენებლს დაუბრუნდა.

ISET-ის კვლევაში 74-მა დიდმა და 227-მა მცირე და საშუალო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

bpn