„მარკეტინგ ფორუმ 2016“–ის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

თბილისში მარკეტინგის ფორუმზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

ფორუმზე, რომელიც 22 სექტემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდება, დასასწრები ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი. https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&ei=x350

მარკეტინგის ფორუმის თემაა: “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან. უკვე ცნობილია, რომ ფორუმს ისრაელიდან რაფი ალბო, ხოლო საფრანგეთიდან კრისტიან მენეგონი ეწვევიან.

45 წლის რაფი ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სტამბასთან, სააგენტოსა თუ მწარმოებელთან უთანამშრომლია.

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, კრისტიან მენეგონი 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე მუშაობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით არაერთი წარმატებული მარკეტიგული პროექტია განხორციელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი, „მარკეტინგ ფორუმ 2016“-ზე ქართველი კოლეგებისთვის მასტერკლასებსა და ვორქშოპებს გამართავენ.