სტიქიამ ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დააზარალა

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი დაზარალდა. აფენში, ჭაბუკიანსა და გვიმრიანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ქარმა წააქცია ხეები. სოფელ აფენში წაქცეული ხე პირველ საჯარო სკოლის შესასვლელში დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.