10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

2016 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 105.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.3 %-ით მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.7 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 92.1 პროცენტი მოდიოდა.

რუსეთი – 37 მლნ დოლარი

აშშ – 11,7 მლნ დოლარი

იტალია – 10,5 მლნ დოლარი

საბერძნეთი – 10,4 მლნ დოლარი

თურქეთი – 8 მლნ დოლარი

ისრაელი – 5,5, მლნ დოლარი

აზერბაიჯანი – 2,5 მლნ დოლარი

გაერთიანებული სამეფო – 2,4 მლნ დოლარი

გერმანია – 2,4 მლნ დოლარი

უკრაინა – 1,7 მლნ დოლარი

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე