"ჯეოსელის" ინტერნეტი გათიშულია

”ჯეოსელის” ინტერნეტი ბოლო რამდენიმე საათია გათიშულია.

ამის შესახებ ქსელის მომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ. "ჯეოსელის" აბონენტები წერენ, რომ ინტერნეტის მოხმარების პრობლემა დილიდან შეიქმნა.

"ბიზნესპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, თუ რა გახდა შეფერხების მიზეზი. ჩვენთან საუბარში ”ჯეოსელი” პრობლემას ადასტურებს. კომპანია ინტერნეტის შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებას ცოტა ხანში გაავრცელებს.

ლექსო ნაბახტეველი