“საქართველოს ბანკმა“ სკოლის მოსწავლეებისთვის პლასტიკური ბარათი sCool card-ი შექმნა

”საქართველოს ბანკმა” სკოლის მოსწავლეებისათვის სრულიად ახალი პლასტიკური ბარათი sCool card-ი შექმნა. როგორც საქართველოს ბანკში განაცხადეს, sCool Card-ი მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს.

sCool card-ის აღება მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. sCool card-ის მოქმედების ვადა სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. ბანკის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის, ასევე მშობლისთვის.

თბილისის სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად sCool Card-ით უფასოდ იმგზავრებენ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მეტროში, ავტობუსსა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე. sCool Card-ით გადახდა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სუპერმარკეტსა თუ წიგნის მაღაზიაში. ამასთან, ბარათის მფლობელები გადახდისა და განაღდების თითოეული ოპერაციის შესრულებისას, ისარგებლებენ ფასდაკლებებით და დაერიცხებათ sCool-ები, დაგროვილი sCool-ების გადაცვლას როგორც მობილურის ბალანსზე, უახლოეს მომავალში სხვადასხვა სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე შეძლებენ.

”სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები. ყოველივე ამისთვის, კი ”საქართველოს ბანკი” მოსწავლეებს დამატებით sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებსაც შესთავაზებს. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი”, - აცხადებენ ბანკში.