ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ იმ პირების წინააღმდეგ გაახანგრძლივა სანქციები, რომლებსაც ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის მიიჩნევს პასუხისმგებლად.

როგორც „ბიბისი“ წერს, 146 ფიზიკური და 37 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.

სასანქციო სიაში შეყვანილი არიან რუსი ოლიგარქები, ბიზნესმენები, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები.

პერსონალური სანქციების თანახმად, აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე კი განთავსებული მათი აქტივები გაყინულია.