გერმანულმა კომპანია Henkel-მა საქართველოში საწარმო გახსნა

მსოფლიოში ცნობილმა გერმანულმა კომპანია ჰენკელმა კავკასიაში პირველი წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში გაიხსნა.

ქარხანაში კერესიტის სამშენებლო წებოვანი მასალები დამზადდება.

”ჰენკელში” წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. რაც შეეხება ექსპორტს, საწარმო წებოვან სამშენებლო მასალებს სომხეთსა და აზერბაიჯანში გაიტანს.

ახალ საწარმოში 35 ადგილობრივი დასაქმდება. კომპანიამ საქართველოში 8 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა.