22 სექტემბერს სასტუმრო ”ბილტმორ თბილისში” „მარკეტინგ ფორუმ 2016“ გაიმართება

ფორუმის თემაა: “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”.

ფორუმზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.

ფორუმზე ჩამოდიან მსოფლიოში ცნობილი მარკეტოლოგები: რაფი ალბო ისრაელიდან და კრისტიან მენეგონი საფრანგეთიდან.

ფორუმის დღის განრიგი ასეთია:

22 სექტემბერს რეგისტრაცია12:00 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე ორგანიზატორები სიტყვით გამოვლენ, 12:40 საათზე სიტყვით გამოვა ცნობილი მარკეტოლოგი, რაფი ალბო. 14:45 საათზე დაიწყება შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ, 15:30 საათზე კრისტიან მენეგონი განაახლებს ფორუმს. 16:20 საათიდან 17:00 საათამდე პანელური დისკუსია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რაფი ალბო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობს და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სტამბასთან, სააგენტოსა თუ მწარმოებელთან უთანამშრომლია.

ბიზნეს განვითარების მენეჯერი, კრისტიან მენეგონი 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე მუშაობს ისეთ ბრენდებთან, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით არაერთი წარმატებული მარკეტიგული პროექტია განხორციელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.