„სამსუნგი“ Galaxy Note 7-ის ხარვეზების გამო საბოდიშო რეკლამას გამოუშვებს

სამხრეთკორეული კომპანია „სამსუნგი“ უახლოეს დღეებში ჩაუშვებს სარეკლამო კამპანიას, რომელშიც ბოდიშს მოიხდის Galaxy Note 7-თან დაკავშირებული ხარვეზის გამო.

„ბოდიშს ვუხდით მომხმარებელს მიყენებული დისკომფორტისა და შეწუხებისთვის. „სამსუნგის“ ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად იმუშავებს პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უცხოური მედიის ცნობით, „სამსუნგმა“ დროებით ასევე შეაჩერა Galaxy Note 7-ის რეკლამების გაშვება.

სექტემბრის დასაწყისში სამხრეთკორეულმა კომპანიამ უკან გაიწვია 2 მილიონი Galaxy Note 7. კომპანიის ინფორმაციით, ხარვეზის გამო სმარტფონების ბატარეას დატენვის პროცესში ცეცხლი ეკიდება.