სად იგზავნება ყველაზე მეტი ფული საქართველოდან?

2016 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.3 მილიონი დოლარი (40.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

ეს მაჩვენებელი 4.8 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის აგვისტოში განხორციელებული გზავნილების მოცულობასთან - 12.5 მილიონი დოლარი (29.0 მლნ ლარი) შედარებით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა 7,418.9 მლნ. დოლარი, რაც 2016 წლის ივლისის მონაცემს  525.4 მილიონი დოლარით აღემატება. საქართველოდან განხორციელებული გზავნილების ათეულში მეორე ადგილზე უკრაიანაა - 1,944.4 მილიონი დოლარით, მესამე ადგილზე აზერბაიჯანი - 1,317.0 მილიონი დოლარით.

მიმდინარე წლის აგვისტოში თურქეთში 959.9 ათასი დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, საბერძნეთში კი 802.0 ათასი დოლარი. ათეულში ასევე არიან: სომხეთი - 522.3 ათასი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატები - 428.2 ათასი დოლარი, უზბეკეთი - 400.7 ათასი დოლარი, გერმანია - 361.7 ათასი დოლარი და მოლდოვა - 346.6 ათასი დოლარი.