გერმანიაში აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააპროტესტეს

გერმანიის ქალაქებში გამართულ მასობრივ აქციაზე ადგილობრივებმა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (TTIP) შესახებ შეთანხმება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აშშ-სა და ევროკავშირის შორის თავისუფალი ვაჭრობა, რასაც TTIP ითვალისწინებს, შეასუსტებს გარემოს დაცვაზე კონტროსლ და ნეგატიურად აისახება მოქალაქეების შრომით უფლებებზე.

საპროტესტო აქციები გერმანიის შვიდ ქალაქში - ბერლინში, ფრანკფურტში, კიოლნში, შტუტგარტში, ჰამბურგში, ლაიფციგსა და მიუნხენში გაიმართა. გერმანიის გარდა, TTIP-ის საწინააღმდეგო დემონსტრაციები ავსტრიის ქალაქებშიც გაიმართა.

სოცილოგიური კომპანია Ipsos-ის ცნობით გერმანელების 28%-ს ამ შეთანხმების უპირატესობაში ეჭვი ეპარება, ხოლო 52%-ის აზრით ეს გამოიწვევს ქვეყანაში უხარისხო პროდუქციის იმპორტს.

აშშ-მა და ევროკავშირმა TTIP-ის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 2013 წელს დაიწყებს. შეთანხმება მსოფლიოში უმსხვილესი, 850-მილიონიანი თავისუფალი ბაზრის შექმნას ითვალისწინებს. ორივე მხარე მოლაპარაკების დასრულებას 2016 წლისთვის გეგმავდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე უთანხმოების გამო, ეს პროცესი დროში გაიწელა.

კოკა კვირკველია