"საქართველო - სამაგალითო ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით"

„საქართველო - სამაგალითო ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ინდონეზიური გამოცემა Jakarta Post.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმის მაგალითზე, თუ როგორ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში ქვეყნის პოზიცია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და 112-დან მე-8 პოზიციაზე დაწინაურდა, ინდონეზიის მთავრობა ფიქრობს, რომ მსგავსი სასწაული შესაძლოა ინდონეზიაშიც მოხდეს.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო უიდოდომ მინისტრებს მოუწოდა, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში, სადაც ახლა ინდონეზია 109-ე პოზიციაზეა, მომავალ წელს ქვეყანა სულ მცირე მე-40 საფეხურზე უნდა დაწინაურდეს.

„თუმცა, პოსტ საბჭოთა ქვეყანა - საქართველო 10 წლის განმავლობაში, 2004-დან 2014 წლამდე ცდილობდა აღნიშნულ რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ინდონეზიაში უკვე შეიმოშავეს 13 ეკონომიკური პაკეტი, რათა გააუქომონ ასობით პროცედურა და ბიზნესმენებმა თავიანთი ბიზნესის დარეგისტრირება არააუცილებელი დოკუმენტების გარეშე შეძლონ.

„საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ უკვე გაუზიარა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება ინდონეზიას. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ დროს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა საქართველო დღესდღეობით წამყვანი გლობალური რეფორმატორია ბიზნესის მარტივად კეთების მხრივ. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ეკონომიკასა და რეგულაციებთან დაკავშირებული სანქციები გატარებული, 2003 წელს საქართველოს მთავრობამ მთავრობამ გაათავისუფლა პოლიციის ყველა თანამშრომელი, ვინც ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. შემდეგ დაიწყეს ახალი პერსონალის შერჩევა, პოლიციელებს ხელფასები გაუზარდეს, 18 სამინისტრო 12-მდე შეამცირეს, საჯარო სექტორი ორი მესამედით შეკვეცეს და გადასახადების ტიპი 22-დან 6-მდე შეამცირეს, რითიც ბიზნესში ჩართულმა ხალხმა უკეთ მოახდინა სისტემაში გარკვევა“, - ნათქვამია სტატიაში.

„ თუმცა დერეგულაციას პირდაპირ ეფექტური იმპლემენტაცია არ გამოუწვევია ამ სფეროში მოღვაწე სააგენტოებისთვის“, - აღნიშნავს ვერა ქობალია, რომელიც ამჟამად ავსტრალია-ინდონეზიის ეკონომიკური მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ბიზნეს მრჩეველია.