Google და მსოფლიოს 16 მსხვილი კომპანია რეკლამის დაბლოკვის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ

ინტერნეტ საძიებო გიგანტი „გუგლი“, მსოფლიოს 16 მსხვილ კომპანიასთან ერთად ინტერნეტში რეკლამის ბლოკირების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, რეკლამის დამბლოკავთა წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთი კომპანიები ჩაერთნდნენ, როგორებიც Procter & Gamble, Unilever და „ვაშინგტონ პოსტი“ არიან.

ორგანიზაციას „კოალიცია საუკეთესო რეკლამისთვის“ ეწოდა და მისი მიზანია უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა საიტებთან და სერვისებთან ურთიერთობისას.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, გუგლი“ ე.წ. „მისაღები რეკლამის“ პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს. უახლოეს ხანებში კოპორაცია ახალ კვლევაში რეკლამის იმ ტიპებს წარმოადგენს, რომლებიც მომხმარებლისთვის მიუღებელია.

რეკლამისდამკვეთთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის სტეფან ლარკას განცხადებით, შემუშავდება ახალი გლობალური სარეკლამო სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც რეკლამისდამკვეთები შეძლებენ მომხმარებელს ინტერნეტ რეკლამასთან დაკავშირებული აზრი პოზიტიური კუთხით შეაცვლევინონ.