მოსალოდნელია თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანკებად გარდაქმნა?

საფინანსო ბაზარზე ცვლილებებია მოსალოდნელი. საბანკო სექტორში მიმდინარე უმსხვილესი გარიგების პროცესის პარალელურად, შესაძლოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანკებად გარდაქმნაც დაიწყოს. ამ ფაქტს თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, საბანკო სექტორში შესუსტებული კონკურენცია ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესასვლელად საკმარისი საფუძველია.

ექსპერტების განცხადებით, მიკროსაფინანსოების ნაწილმა კომერციული ბანკის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კაპიტალი დააგროვეს და ახლა მათი გადასაწყვეტია, გადაინაცვლებენ თუ არა საბანკო სექტორში. 2013 წელს საფინანსო ბაზარზე მსგავს ტენდენციას საფუძველი ,,ფინკა” ბანკმა ჩაუყარა.