საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1968 მლნ აშშ დოლარი შეადგინა , რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 317 მლნ აშშ დოლარი იყო (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1652 მლნ აშშ დოლარი (5 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 27 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 28 პროცენტი.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში 1624 მლნ აშშ

დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 9 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 429 მლნ აშშ დოლარი (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1195 მლნ აშშ დოლარი იყო (3 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში - 33 პროცენტი და იმპორტში - 20 პროცენტი.  2016 წლის იანვარ-აგვისტოში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აგვისტოში - 19 პროცენტი).