მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ისევ მცირდება

2016 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა,

205 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 112 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 103 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასული წლის იანვარ აგვისტოში მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 8.6% იყო, ხოლო თანხობრივმა მაჩვენებელმა 125 მლნ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე შემცირებულია ფეროშენადნობების, თხილის და მინერალური წყლების ექსპორტი საქართველოდან.