"ბრენტის" მარკის ნავთობი 1,7%-ით გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

MarketWatch-ის ცნობით, "ბრენტის" მარკის ნავთობი 1,7%-ით გაძვირდა და ბარელზე 46,53 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,9%-ით გაიზარდა აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 43,84 დოლარს მიაღწია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ნავთობის გაძვირებაზე გავლენა იქონია ლიბიაში შექმნილმა ვითარებამ, სადაც ერთ-ერთი პორტიდან ნავთობის გადმოტვირთვას ვერ ახერხებენ. ფასზე ასევე აისახა ვენესუელას პრეზიდენტის განცხადება ნავთობის მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებაზე.

გასულ უქმეებზე ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ახლოს არიან "შავი ოქროს" მოპოვების გაყინვასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევასთან.

28 სექტემბერს ოპეკ-მა შესაძლოა, ალჟირში არაფორმალური შეხვედრა გამართოს.