„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს მონაცემები ადასტურებს, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“

მონაცემები ადასტურებს, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აქვს საქართველოს მთავრობას.

ფრეიზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც, საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს, პირველი ვიცე-პრემიერი დღეს, სასტუმრო "მუზეუმის" გახსნაზე გამოეხმაურა.

"ეს არის კიდევ ერთი დამსახურება ჩვენი ხელისუფლების; კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რამდენად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. ეს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა აისახება როგორც ქვეყნის შიგნით ინვესტიციების განხორციელებაზე, ისე საერთაშორისო შეფასებებში",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.