გაიაფდება თუ არა პური საქართველოში, ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე

ხორბლის გადაჭარბებული მოსავლის ფონზე ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის კიდევ უფრო გაიაფებას პროგნოზირებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 15 დოლარით შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებაც. დღეს ფოთში შემოსული ერთი ტონა მარცვლეული 190 დოლარი ღირს. თუმცა ექსპერტები პურზე ფასის კლებას მაინც არ ვარაუდობენ, შესაძლებელია მხოლოდ ფქვილის 1-2 ლარით გაიაფება.

პურის მრეწველთა კავშირში აცხადებენ, რომ წელს საქართველოში 230 000 ტონა ხორბალი აიღეს, აქედან სასურსათო კი დაახლოებით 30%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით. რაც შეეხება პურზე ფასის შემცირებას, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამას ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია განსაზღვრავს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე