კინოფესტივალი BIAFF ბათუმელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმებით „ბათუმის ტალღა“ გაიხსნა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF ბათუმელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმებით, „ბათუმის ტალღა“, გაიხსნა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განაცხადეს, ფესტივალი კინომოყვარულებს საშუალებას აძლევს არამარტო ახალ და საინტერესო ფილმებს გაეცნონ მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, არამედ თავადვე შეხვდნენ იმ ცნობილ ქართველ და უცხოელ რეჟისორებს, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში ქალაქს სტუმრობენ.

მათივე ინფორმაციით, 20-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტსა და სასტუმრო DIVAN SUITES-ში გაიმართება მასტერკლასები კინორეჟისურის, დოკუმენტური კინოს, დაბალბიუჯეტიანი ფილმის განვითარებისა და დაფინანსების მოპოვების, დაბალბიუჯეტიან ფილმებზე სცენარის ადაპტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

კინომოყვარულებს თავიანთ გამოცდილებას ცნობილი ქართველი რეჟისორები - თემურ ბაბლუანი, დიტო ცინცაძე, პიტერ რომელი, ვადიმ აბდრაშიტოვი, მარინა რაზბეშკინა, ნიკოლას პანაგიტოულოსი და ფესტივალის სტუმარი სხვა რეჟისორები გაუზიარებენ. მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია და მსურველებს პროგრამის ნახვა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ.

კინოფესტივალის პროგრამა