დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ბიზნესმენებისთვის ორი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს ბიზნესმენებისთვის ორი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავებული პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“.

პროექტი ინვესტორებს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.