ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა, გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანაში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროექტები ისეთ სექტორებში როგორებიცაა: ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საგზაო ინფრასტრუქტურა.

”განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბანკის ჩართულობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, მნიშვნელოვანია ბანკის რეფორმების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდის მიზნით, შიდა რესურსების უფრო ეფექტური მობილიზება”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.